ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია გეპატიჟებათ „პურის ფესტივალზე“
სასპონსორო შეთავაზება
2024 წლის 5 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთში, ქალაქ ახალციხეში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან (DMO) ერთად ატარებს „პურის ფესტივალს“.
„პურის ფესტივალი“ ერთდღიანი ღონისძიებაა, რომელიც „ელკანას“ ინიციატივით 2010 წლიდან, უკვე მეექვსედ, იმართება ახალციხეში.
ფესტივალის სტუმრები გაეცნობიან ხორბლის ენდემურ სახეობებს და ადგილობრივ ჯიშებს, მათ მნიშვნელობასა და მოვლა-მოყვანის წესებს, დააგემოვნებენ მათგან როგორც ადგილზე, ასევე ფერმერულ მეურნეობებში და ადგილობრივ საცხობებში გამომცხვარ პურს, სამცხე-ჯავახეთის ტრადიციულ კერძებს და ადგილობრივ პროდუქტებს. ფესტივალზე გაიმართება ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქტების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სხვა საინტერესო ღონისძიებები. ჩატარდება ლექცია თემაზე - ხორბლის კულტურა საქართველოში და თესლეულის გაცვლის მნიშვნელობა აგრარული ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის.
დაგეგმილია ასევე გასართობი ღონისძიებები. გაიმართება ვიქტორინა ხორბლის, პურის და რეგიონის ეთნოლოგიური ღირსშესანიშნაობის თემაზე, გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები. ღონისძიებას უამრავი მონაწილე და სტუმარი ეწვევა.
ფესტივალის მსვლელობისას და დასასრულს, ჩატარდება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, გაიმართება ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
ფესტივალის პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია კერძო ინიციატივებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერა და თანადგომა.
ღონისძიების მიზნიდან გამომდინარე მოგმართავთ სასპონსორო შეთავაზებით ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობისათვის.
ფესტივალის მიზანი
ხორბლის ენდემური სახეობების და ადგილობრივი ჯიშების აღდგენა-პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ამ საქმიანობაში რაც შეიძლება მეტი ფერმერის ჩართვა, ადგილობრივი პროდუქტების გაყიდვა/გასაღების მოკლე, თანამშრომლობითი ჯაჭვების და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა.
ქართული ხორბალი
არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობას, სულ მცირე, 8000-წლოვანი ისტორია აქვს. უძველესი კულტურებისა და მათი ველური ნათესავების დღემდე არსებული დიდი მორფოლოგიური და გენეტიკური მრავალფეროვნება საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ საქართველოს ტერიტორია თავად წარმოადგენს ბევრი უმნიშვნელოვანესი კულტურული მცენარის წარმოშობის ერთ-ერთ კერას. განსაკუთრებული მრავალფეროვნებით ხორბალი გამოირჩევა. საქართველოში აღწერილია ხორბლის ხუთი ენდემური სახეობა: ჩელტა ზანდური (Triticum timopheevii Zhuk.), კოლხური ასლი (Triticum palaeocolchicum Menabde), მახა (Triticum macha Dekapr & Menabde), ჰექსაპლოიდური ზანდური (Triticum zhukovskyi Menabde & Ericzjan) და დიკა (Triticum carthlicum Nevski).
დღეს ახალციხის წითელი დოლის პურს (Triticum aestivum L. var. ferrugineum) გადაშენების საფრთხე აღარ ემუქრება - ფერმერებმა დაიწყეს ხორბლის ამ ადგილობრივი ჯიშის მოყვანა, ხოლო მისგან გამომცხვარი „დოლის პური“ ბაზარზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს. თუმცა საქართველოში ბევრად მეტი ჯიშია შესანარჩუნებელი და გადასარჩენი.
საქართველოს ტერიტორია, გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ოდითგანვე წარმოადგენდა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანს, სადაც საუკუნეების განმავლობაში შემოდიოდა და ადაპტირდებოდა ახალი მცენარეული გენეტიკური მასალა. ამიტომ საქართველოს აგრარული ბიომრავალფეროვნების შესწავლასა და კონსერვაციას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიო კულტურული ფლორის ისტორიის შესასწავლად.
წინა ფესტივალების შესახებ:
-
2010 - 2011 წლებში ჩატარებულმა ღონისძიებებმა ხელი შეუწყო ხორბლის ადგილობრივი ჯიშის - ახალციხის (მესხური) წითელი დოლის (Triticum aestivum L. var. ferrugineum) საწარმოო მნიშვნელობის პოპულარიზაციას და გასაღების ჯაჭვის შექმნას. ფესტივალში მონაწილეობდნენ პურის მცხობლები და საწარმოები, „ელკანას“ წევრი ფერმერები და სოფლად საოჯახო სასტუმრო სახლის მფლობელები. ღონისძიებაზე ცალკე სტენდი დაეთმო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. 2010 წელს „პურის ფესტივალს“ 3,000-მდე დამთვალიერებელი ეწვია. 2011 წელს ფესტივალის მონაწილეებს შეუერთდნენ სხვა რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები. გაიზარდა ღონისძიების დამთვალიერებელი რიცხვი 4,000-მდე.
-
2021 წელს „ელკანას“ ინიციატივას შემოუერთდა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO), ღონისძიება კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ჩატარდა ფოტოგამოფენა „სამცხე-ჯავახეთი - გვაქვს უთვალავი ფერითა“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო „ნეიშენალ გეოგრაფიკ საქართველოსთან“ ერთად ჩატარებულ ფოტოკონკურსში - Yourshot საქართველოს (https://yourshot.nationalgeographic.ge) მონაწილე საუკეთესო ფოტოები, აქვე გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ გამარჯვებულებიც. 2021 წელს ფესტივალს 6,000 მდე ვიზიტორი ეწვია, რომელთა შორის იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები და უცხოელი ტურისტები.
-
2022 და 2023 წლებში „პურის ფესტივალის“ ინიციატივას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია შემოუერთდა. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა. პირველად პურის ფესტივალზე გამოცხვა ხორბლის ენდემური სახეობის - დიკას (Triticum carthlicum Nevsky) პურიც, ასევე მცირე რაოდენობით, სადეგუსტაციოდ გამოცხვა ენდემური სახეობების ჩელტა ზანდურის (Triticum timopheevii Zhuk.) და მახას (Triticum macha Dekapr & Menabde) პური.
მედია-დაფარვა
პურის ფესტივალი და მისი ცალკეულ ღონისძიებები შუქდება საქართველოს სხვადასხვა სამაუწყებლო ტელეკომპანიებისა და საინფორმაციო პორტალების მიერ. ღონისძიების შესახებ აქტიურად იწერება სოციალურ ქსელებში.
რა სარგებელს მოგიტანთ ღონისძიების სპონსორობა
„პურის ფესტივალის“ სპონსორობა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას წვლილი შეიტანოთ ქართული ხორბლის პოპულარიზაციის საქმეში და გაზარდოთ თქვენი კომპანიის ცნობადობა საზოგადოების სხვადასხვა სექტორში. ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან სამთავრობო უწყებების და საქართველოს ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის Ho.Re.Ca.-ს სექტორის, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და დიპლომატიური კორპუსის, მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები.
ფესტივალის სპონსორობის შემთხვევაში შეგიძლიათ თქვენი ბრენდის საქმიანობა დაუკავშიროთ სოციალური და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის თემას; წარმოაჩინოთ თქვენი კომპანია, როგორც გავლენიანი და მოწინავე, ხელი შეუწყოთ ეკონომიკური საქმიანობის და ბიზნესის წარმოების სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.
ფესტივალის სპონსორობა შესაძლებლობას მოგცემთ ისარგებლოთ ღონისძიების ექსკლუზიური მედიადაფარვით; ფესტივალის ვებგვერდს, სადაც განთავსებული იქნება თქვენი ლოგოები, ეწვევა ასობით მნახველი; ფესტივალის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებენ ღონისძიების პარტნიორი და მხარდამჭერი ორგანიზაციები.
სასპონსორო შესაძლებლობა
-
გენერალური სპონსორი
-
ოქროს სპონსორი
-
სპონსორი
შეთავაზებები |
გენერალური სპონსორი |
ოქროს სპონსორი |
სპონსორი |
ფესტივალის დაწყებამდე: |
|||
კომპანიის ლოგო განთავსდება ვიდეორგოლზე, რომელიც 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით დაიდება სოციალურ ქსელებში. ასევე იტრიალებს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე არსებულ ეკრანებზე |
|
|
|
კომპანიის ლოგო განთავსდება ფესტივალის მაისურებსა და ჩანთებზე |
|
|
|
სპონსორის ლოგო წარმოდგენილი იქნება პრესრელიზსა და მოსაწვევებში |
|
|
|
კომპანიის ლოგო განთავსება პურის ფესტივალის სარეკლამო მასალებზე, რომელიც გავრცელდება ორგანიზატორების სოციალური ქსელების მეშვეობით |
|
|
|
ფესტივალის მსვლელობისას: |
|||
კომპანიის კონტრიბუცია გამოცხადდება ღონისძიების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე |
|
|
|
გახსნის ცერემოანიალზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელს საშუალება ექნება სიტყვით მიმართოს სტუმრებს |
|
|
|
ვიქტორინაში გამარჯვებულის დაჯილდოების ღონისძიებაზე კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენელს საშუალება ექნება ჯილდო გადასცეს ერთ-ერთ გამარჯვებულს |
|
|
|
სპონსორს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ბრენდირებული საჩუქრები გადასცეს მისივე შერჩეულ მონაწილეებს |
|
|
|
სპონსორები შეძლებენ გამოფენაზე განათავსონ საკუთარი მაგიდა, ბანერი და პრომომასალები |
|
|
|
სცენაზე ინფორმაცია სპონსორების შესახებ რამდენჯერმე გამოცხადდება |
|
|
|
სპონსორის ლოგო განთავსდება საიმიჯო ბანერზე, შესაბამისი სტატუსით. |
|
|
|
ფესტივალის შემდეგ: |
|||
სპონსორები დასახელდებიან ღონისძიების პრესრელიზში |
|
|
|
სპონსორების ლოგოები განთავსებული იქნება ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი წლის განმავლობაში; |
|
|
|
ღონისძიების ამსახველი ფოტო- და ვიდეოკოლაჟი განთავსდება ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე და ორგანიზატორების ვებგვერდებზე, სოციალურ მედიაში. |
|
|
|
გენერალური სასპონსორო პაკეტის ღირებულება – 15,000 ლარი
ოქროს სასპონსორო პაკეტის ღირებულება – 8,000 ლარი
სპონსორის სასპონსორო პაკეტის ღირებულება – 3,000 ლარი
თუ გსურთ გახდეთ „პურის ფესტივალი 2024“- ის სპონსორი, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული
ფესტივალის ორგანიზატორები:
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“
ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“ ფერმერთა გაერთიანებაა, რომელიც დაარსდა 1994 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და გარემოს დაცვას მდგრადი ბიომეურნეობების განვითარებისა და სოფლად მოსახლეობის თვითაქტივობის გაზრდის გზით. დღეისათვის ასოციაცია აერთიანებს 2500-ზე მეტ ფერმერს. „ელკანა“ ეწევა სამრჩევლო მომსახურებას და ატარებს ტრენინგ-კურსებს ფერმერთა ჯგუფებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის.
აგრარული ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა 1996 წლიდან. „ელკანას“ მიზანია აღადგინოს გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ძველი ქართული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების ენდემური სახეობები და ადგილობრივი ჯიშები, მათი შეკრების, გამრავლების, სელექციის, პოპულარიზაციის, ადგილობრივი მეურნეების მონაწილეობით გავრცელებისა და მოკლე თანამშრომლობითი ღირებულებათა ჯაჭვების შექმნისა და ხელშეწყობის გზით. სწორედ ამ მიზნით დააარსა „ელკანამ“ 2004 წელს საკონსერვაციო მეურნეობა „მარცვლეულის კიდობანი“, რომელიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ წნისში, ქალაქ ახალციხიდან 6 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. სამცხე-ჯავახეთი შემთხვევით არ შერჩეულა - იგი ერთ-ერთი უნიკალური რეგიონია კულტურულ მცენარეთა ბიომრავალფეროვნების თვალსაზრისით. 2011 წლიდან ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხოდაშენში ფუნქციონირებს ასევე ასოციაცია „ელკანას“ შინაურ ცხოველთა ადგილობრივი ჯიშების საკონსერვაციო ფერმაც.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ „ელკანას“ ვებ გვერდს: elkana.org.ge
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ფესტივალზე გაიმართება კონცერტი ადგილობრივი და მოწვეული ანსამბლების მონაწილეობით, ასევე ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრის წარმოდგენა.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: akhaltsikhe.gov.ge
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO)
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) 2019 წელს დააფუძნა რეგიონში არსებულმა ექვსივე მუნიციპალიტეტმა (ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ბორჯომი, ნინოწმინდა) სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და USAID/Zrda-ის მხარდაჭერით. სამცხე-ჯავახეთის DMO მიზნად ისახავს სფეროში ჩართულ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას რეგიონში. ორგანიზაციის ძირითადი აქტივობებია კერძო სექტორის მხარდაჭერა, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა და არსებულის დივერსიფიცირება.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ: visitsj.ge
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონტაქტო პირები: თეა ჩიტაძე, ასოციაცია „ელკანა“ - ტელ.: (+995) 599 253 953;
თეონა ჟუჟუნაძე, სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების მართვის ორგანიზაცია - ტელ: (+995) 595 671 112
ელფოსტა: akhaltsikhe@elkana.org.ge; s.javakhetidmo@gmail.com
ღონისძიება გაიმართება 2024 წლის 5 ოქტომბერს, დასაწყისი 13:00 საათზე
მისამართი: ქალაქი ახალციხე, ახალციხის ციხის ტერიტორია, ხარისჭირაშვილის ქ. #1.
2024 წლის პურის ფესტივალის სპონსორები:
დამფინანსებლები: | |
---|---|